|
2026-05-08 00:54:36, 6629 ნახვა
პოლიტიკა
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ლელო-ძლიერი საქართველო მაისაშვილზე, როგავასა და ხაბეიშვილზე თავდასხმისთვის სპეცრაზმელების დაკავებას გამოეხმაურა. მათი თქმით, ეს დაკავება არის ივანიშვილის ხელისუფლების თავის გადარჩენის მცდელობა და არა რეალური ბრძოლა დანაშაულთან. პარტიის შეფასებით, აღნიშნული არის იაფფასიანი ფარსი და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, რომლის მიზანია საზოგადოების მოტყუება და საერთაშორისო ზეწოლის დროებით განეიტრალება. "ქართული ოცნების ძალადობრივი რეჟიმის მიერ სპეცრაზმელების დაკავების ფაქტი სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა ქართველი ხალხის სამართლიანი რისხვისგან. ეს გადაწყვეტილება არ არის სამართლიანობის აღდგენა, არამედ არის ქართული ოცნების ხელისუფლების იძულებითი ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ გადაიდგა, რაც ჟურნალისტურმა გამოძიებამ საზოგადოებას სახელობით წარუდგინა ძალადობაში მონაწილე პირები და მათი დანაშაულები. ეს არ არის რეალური ბრძოლა დანაშაულთან, რადგან ივანიშვილის ანტიქართული რეჟიმი დღემდე კვლავ ხელს აფარებს ათობით მოძალადეს, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევაში. მათ შორის დაუსჯელები რჩებიან ალეკო ელისაშვილის გატაცების და მისი უმოწყალო ცემის განმხორციელებლები, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეზე, მის ტელეოპერატორზე, ასევე დავით ქაცარავასა და სხვა მშვიდობიან მომიტინგეებზე მოძალადე სპეცრაზმელები. უფრო მეტიც, რეჟიმი დღესაც აგრძელებს ძალადობას სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, იყენებს რა სამართალდამცველებს ცრუმოწმეებად უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით. ის, რაც დღეს ვიხილეთ, არის იაფფასიანი ფარსი და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, რომლის მიზანია საზოგადოების მოტყუება და საერთაშორისო ზეწოლის დროებით განეიტრალება. რამდენიმე შემსრულებლის დაკავებით რეჟიმი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ფაქტები არსებობს. საზოგადოებამ იცის მოძალადეების სახელები და გვარები. პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, როგორც შემსრულებლებმა, ისე ბრძანების გამცემმა მაღალჩინოსნებმა და პოლიტიკურმა დამკვეთებმა." - ნათქვამია განცხადებაში. ლელო-ძლიერი საქართველო მიმართავს ოცნებას, რომ დააკავონ დამკვეთები და ბრძანების გამცემებიც. საზოგადოებას კი ეუბნებიან, რომ, რეჟიმის ცვლილების შემდეგ, უზრუნველყოფენ რეჟიმის მიერ დაზარალებული ყველა მოქალაქის ღირსებისა და უფლებების დაცვას. "კოალიცია ძლიერი საქართველო – ლელო მიმართავს ქართულ ოცნებას, მხოლოდ დაბალი რგოლის პოლიციელებისა და სპეცრაზმელების შეწირვით ვერ გადარჩებით. დააკავეთ დამკვეთები, ვინც გასცა ბრძანება ქართველი ხალხის ცემის, დასახიჩრებისა და ტერორის შესახებ. ამავე დროს, თითოეულ სპეცრაზმელს უნდა ახსოვდეს: როდესაც რეჟიმი მათ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იყენებს, სინამდვილეში მათვე წირავს, რადგან სისტემა, რომელსაც დღეს ემსახურებიან, პირველივე კრიზისის დროს სწორედ მათ გადააგდებს მსხვერპლად საკუთარი პასუხისმგებლობის გადასაფარად. გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რეჟიმის ცვლილების შემდეგ, კოალიცია ძლიერი საქართველო - ლელო, უზრუნველყოფს რეჟიმის მიერ დაზარალებული ყველა მოქალაქის ღირსებისა და უფლებების დაცვას. არცერთი მოძალადე, არცერთი ცრუმოწმე და არცერთი პოლიტიკური დამკვეთი არ დარჩება დაუსჯელი. საქართველოში აუცილებლად დადგება დრო, როდესაც სახელმწიფო აღარ იქნება მოძალადეთა მფარველი და სამართალი აღსრულდება სრულად!" - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 1 მოქმედი თანამშრომელი.
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
აშშ მოითხოვს, რომ ევროპას უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი მიეცეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში ირანის ბლოკადის გაგრძელებას იმედოვნებენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)