|
2016-07-06 13:37:02, 1598 ნახვა
საზოგადოება
პაატა იმნაძე: სომატური ბაღლინჯო და ზიკას ვირუსი მხოლოდ სამხრეთ ამერიკაშია, ტარანტული კი ადამიანისთვის სახიფათო არაა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს ზიკას ვირუსი არ ემუქრება და ის მხოლოდ სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული. როგორც "ექსპრესნიუსთან" საუბრისას იმნაძემ განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია ტარანტულებთან და ე.წ. "სომატურ ბაღლინჯოსთან" დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. "სისულელეა! არავითარი კავშირი ზიკასა და კუს ტბას შორის არ არსებობს. ზოგადად, საქართველოში ზიკას ვირუსი ვერ იქნება დაფიქსირებული იმიტომ, რომ ზიკა არის სამხრეთ ამერიკაში. ვინც ბრაზილიაში აპირებს წასვლას, ის იყოს ფრთხილად. რაც შეეხება ტარანტულებს - მას საშინელი სახელი კი ქვია, მაგრამ არის ობობა. ობობები ცხოვრობდნენ სანამ ადამიანები გაჩნდებოდნენ და ალბათ, ადამიანი, რომ აღარ იქნება მერეც იცხოვრებენ. თუ ჩვენ არაფერს ვერჩით, ისინიც არაფერს გვერჩიან. ტარანტული ადამიანისთვის სახიფათო არაა. ე.წ. "სომატური ბარლინჯოც" მხოლოდ სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული და არა საქართველოში“, - განაცხადა იმნაძემ.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)