|
2015-03-03 14:30:14, 444 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ბულგარელ კოლეგას ბულგარეთის ოსმალთა ბატონობისაგან გათავისუფლების დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტს რესენ პლევნელიევს ბულგარეთის რესპუბლიკის ოსმალთა ბატონობისაგან გათავისუფლების დღეს ულოცავს. „ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა ბულგარეთის რესპუბლიკის გათავისუფლების დღესთან დაკავშირებით. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ მეგობრული ურთიერთობა და მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის წარმატებით ვითარდება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვის ურყევი მხარდაჭერისათვის. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის. თქვენო აღმატებულებავ, მინდა გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენ მიმართ და ვუსურვო ბულგარელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)