|
2016-07-05 14:47:58, 1052 ნახვა
სამართალი
პროკურატურა: დადასტურდა, რომ მაგდა პაპიძემ მოკლა მეუღლე და გაგუდა არასრულწლოვანი შვილი
საქართველოს მთავარი პროკურატურა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის მიმართ ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ ვერდიქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მაგდა პაპიძე ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გ. ფერაძის ქუჩა N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში მაგდა პაპიძემ თავის არეში უროს რამდენჯერმე ჩარტყმით განზრახ მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და ასევე განზრახ გაგუდა არასრულწლოვანი შვილი, 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც ცხედრები ეზოში გაიტანა და შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო უპრეცედენტო, რადგან საქართველოს ნაფიც მსაჯულთა ისტორიაში არ არსებობს ასე მოკლე დროში ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტი, რომლითაც ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად იქნა ცნობილი დამნაშავედ. 2016 წლის 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გაიმართება მაგდა პაპიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის დანიშვნის სხდომა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, სადაც სასამართლოს წარუდგენენ სასჯელის დამძიმების ან შემსუბუქების რეკომენდაციას. ბრალდების მხარემ გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, გამოხატა თანხმობა სასჯელის დანიშვნის სხდომაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე, თუმცა დაცვის მხარემ აღნიშნულზე კატეგორიული უარი განაცხადა. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე და სასჯელს განსაზღვრავს მოსამართლე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში, რომელიც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია განცხადებაში.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)