08:15 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 10:49:54, 517 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული გრძელდება

ბათუმის ბულვარში, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, მომსახურების სააგენტომ ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გამართა.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა ბულვარში მისულ სტუმრებს საგამოფენო სივრცეში უმასპინძლეს. ბავშვებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი ვიდეო-რგოლები ნახეს და საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხო მოძრაობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

პატარებმა მართვის მოწმობის მისაღები, იმიტირებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩააბარეს და სიმბოლურად, ველოსიპედის მართვის მოწმობებიც მიიღეს.

საგამოფენო სივრცეში მისულმა დამსვენებლებმა და ტურისტებმა შსს-ს სპორტული კლუბის - MIA FORCE მანქანები დაათვალიერეს და მიმდებარე ტერიტორია საგზაო მოძრაობის ნიშნებით მოხატეს.

ერთი კვირის განმავლობაში, შსს-ს მომსახურების სააგენტო ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებას შესთავაზებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics