09:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 17:01:01, 666 ნახვა

პოლიტიკა
რუს დეპუტატებს, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები მოქმედებდა, ეუთოს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება მიენიჭათ

ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეამ დღევანდელ სხდომაზე, შვეიცარიის დელაგაციის წარმომადგენლის, ფილიპო ლომბარდის მიერ ინიცირებული შესწორება დაამტკიცა.

აღნიშნული დოკუმენტი რუსი დეპუტატებისთვის ეუთო-ს ქვეყნებში გადაადგილების უფლების მიცემას გულისხმობს. დოკუმენტს მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 44 წინააღმდეგი იყო.

შესწორების მიხედვით,  ეუთო-ს ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ოთხივე წევრს, როგორც ასამბლეის პარლამენტარებს, ეუთო-ში შემავალ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების უფლება მიეცათ.

ცნობისთვის, სესია საპარალამენტო ასამბლეის  გენერალური კომიტეტის ხელმძღვანელის არჩევით დასრულდა.

შეგეხასენებთ, რომ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს  სანქციების თანახმად, ეუთო-ს ქვეყნებში გადაადგილება ეკრძალებოდათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics