|
2016-07-03 12:10:59, 729 ნახვა
საზოგადოება
კენკროვანი კულტურების დარგის განვითარების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
კენკროვანი კულტურების დარგის განვითარების საკითხებზე კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში პირველი რეგიონული შეხვედრა გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ საქართველოში კენკროვანი კულტურების განვითარების პერსპექტივებზე პრეზენტაცია წარმოადგინა და რეგიონებში არსებულ პოტენციალზე ადგილობრივ ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდა. უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ფერმერებს აგრობიზნესის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და კენკროვან კულტურებზე საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ მზარდ მოთხოვნაზე. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი ხელისუფლების და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები, ფერმერები და მეწარმეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივ ბაზარზე კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა ბევრად აღემატება მიღებულ მოსავალს, შესაბამისად, ფერმერებს საშუალება აქვთ გააფართოონ საკუთარი მეურნეობები და გაზარდონ წარმოება. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გურჯაანში კენკროვანი კულტურების პლანტაციები დაათვალიერეს. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)