09:16 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-03 10:43:35, 1020 ნახვა

სამართალი
შსს-ს თანამშრომლებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ტრენინგი ჩაუტარდათ

შსს-ს თანამშრომლებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ.

შსს-ს ინფორმაციით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოსა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების 25 თანამშრომელს  ორდღიანი სწავლება ჩაუტარდა თემაზე: „სამართლებრივი მექანიზმები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ”. ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის გორის ოფისში ჩატარდა.

უწყების ინფორმაციით,  სწავლებას შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, თსუ-ს პროფესორი გია გოგიბერიძე და "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" ხელმძღვანელი ნატო შავლაყაძე უძღვებოდნენ.

ტრენინგის მიზანი იყო სამართალდამცველების ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

ოჯახში ძალადობის თემატიკისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ სამართალდამცველების ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლება ხელს შეუწყობს მათი პროფესიონალიზმის გაზრდას და შესაბამისად, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიან რეაგირებას, რაც მსგავსი ფაქტების შემცირებისა და პრევენციის წინაპირობაა.

პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ძირითად მიზანს წარმოადგენს: ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა; ოჯახში ძალადობისა და მისი შედეგების აღმოფხვრა, ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო მექანიზმების შესახებ საზოგადოებისა და სამართალდამცველების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების გზით. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics