2016-07-02 22:01:08, 788 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი: ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო
"ახმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო" - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა "კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი განცხადებით, ახმედ ჩატაევი "ნაციონალური მოძრაობის" უშიშროების აგენტი იყო და ის სააკაშვილისგან გიორგი ლორთქიფანიძის მეშვეობით იღებდა დავალებებს.
„ახმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო და ის სააკაშვილისგან გიორგი ლორთქიფანიძის მეშვეობით იღებდა დავალებებს. მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი და ჩვენი უშიშროების დავალებებით სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებდა,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც ირწმუნება, რომ ახმედ ჩატაევის დაკავება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეკერილი საქმის საფუძველზე მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან