2016-07-01 13:42:32, 573 ნახვა
პოლიტიკა
ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოს ასოცირების შეთანხმების ამოქმედებას ულოცავს
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოსა და მოლდოვას ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედებას ულოცავს.
ლინკევიჩუსმა ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური ვიდეომიმართვაც გაავრცელა.
" საქართველო და მოლდოვა არის ევროპა. ასოცირების შეთანხმება ხსნის საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპულ ბაზარს, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - აცხადებს ვიდეომიმართვაში ლინკევიჩუსი.
ვიდეომიმართვის ბოლოს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მოსახლეობას ქართულად მიმართავს და ამბობს, რომ საქართველო არის ევროპა.
საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება დღეიდან სრულად ამოქმედდა. ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, ძალაში 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევიდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან