2016-07-01 11:34:38, 659 ნახვა
პოლიტიკა
ჯონ ქერი საქართველოს 6 ივლისს ეწვევა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი საქართველოს 6 ივლისს ეწვევა.
აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ დაადასტურა.
“სახელმწიფო მდივანი თბილისში 6 ივლისს გაემზგავრება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება ორმხრივი ურთიერთობების საკითხების განსახილველად, მათ შორის საქართველოს ევროტალანტიკური მისწრაფებებისადმი აშშ-ის მხარდაჭერასა და ოქტომბერში დაგეგმილ წარმატებულ არჩევნებს. ამის შემდეგ ის იქნება თანათავმჯდომარე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრაზე და გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან”, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
ჯონ კერი საქართველოში ვიზიტის შემდეგ უკრაინაში გაემგზავრება. კიევში ის უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან