2016-06-30 20:00:47, 571 ნახვა
პოლიტიკა
"ჯონ ქერის ვიზიტი იქნება დადასტურება აშშ-ის მხრიდან საქართველოს ევროპული მხარდაჭერისთვის"
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტს დიდი სიხარულით ველოდებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, იზიტის დეტალები ზუსტდება და საზოგადოებისთვის მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
„მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. დეტალები ვიზიტის შესახებ დაზუსტდება და გამოცხადდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით ველოდებით ამ ვიზიტს, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება ნატო-ს სამიტის წინ ამერიკის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მყარი მხარდაჭერის“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, საქართველოში ჯონ ქერის ვიზიტი ივლისში იგეგმება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან