|
2016-06-30 15:34:16, 688 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი გალერეა“ და ქართველი ხელოვანები გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად ერთიანდებიან
1 ივლისს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეა და ქართველი ხელოვანები 26 წლის ფეხბურთელის, გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად ერთიანდებიან. 40-ზე მეტი ქართველი არტისტის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას თიბისი გალერეის საგამოფენო სივრცე ერთი დღით დაეთმობა, შემოსული თანხა კი გიორგი ლოსაბერიძის მკურნალობას მოხმარდება. გიორგიმ თავის მძიმე ტრავმა ფეხბურთის თამაშის დროს მიიღო. მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რის გამოც გიორგის საზოგადოების დახმარება და თანადგომა სჭირდება. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე შემდეგი ხელოვანების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი: თუთუ კილაძე, ნინო ჩაკვეტაძე, ქეთი დავლიანიძე, გიორგი ჩხეიძე, მაია სუმბაძე, ანტონ ბალანჩივაძე, თინათინ ჩხიკვიშვილი, კახაბერ ტატიშვილი, მაკა ბატიაშვილი, ქეთი მატაბელი, ლია შველიძე, ცისია კილაძე, როკო ირემაშვილი, ანდრია დოლიძე, თამუნა ჩიქოვანი, კახი ერაძე, მაკა თავამაიშვილი, ირაკლი სუთიძე, ლევან ხარანაული, მიშა გოგრიჭიანი, კოკო ცხვედიანი, ნიკო ცეცხლაძე, გურამ წიბახაშვილი, ზურა გომელაური, ნოდარ ბადურაშვილი, ირაკლი სუთიძე, ნუგზარ მანჯაფარაშვილი, გურამ თიკანაძე, ვანო აბულაძე, თენგიზ მირზაშვილი, გიკა მირზაშვილი, იურა ბერიშვილი, დედა სიდონია, ოლეგ ტიმჩენკო, მიშა შენგელია, ნათია კლდიაშვილი, ლაშა კინწურაშვილი, მაია ქველიძე, ბუბა არაბული და სხვა. დასწრება თავისუფალია! მისამართი: მარჯანიშვილის ქ.7, „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისი, „თიბისი გალერეა“. გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად „თიბისი ბანკში“ გახსნილია ანგარიშის ნომერიც: სს „თიბისი ბანკი“ GE10TB7009026365100063 ეკატერინე გილაშვილი-ლოსაბერიძე (გიორგი ლოსაბერიძის დედა)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)