|
2016-06-30 12:20:53, 523 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი რუსეთის დელეგაციის ვიზიტზე: ეუთოს ასამბლეის მიმდინარეობისას ხელი არც ერთ დელეგაციას არ შეეშლება
კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” მნიშვნელოვანია, მაგრამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობისას ხელი არც ერთ დელეგაციას არ შეეშლება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საქართველოში ეუთოს ასაბლეის ღონისძიებაზე რუსეთის დელეგაციის ჩამოვლასთან დაკავშირებით განაცხადა. „საქარათველო მასპინძლობს ეუთო-ს ღონისძიებას. ჩვენ ამ თემაზე გვქონდა საუბარი და ეუთო-სთან, შევთანხმდით, რომ დელეგატებს არ შეექმნებათ არანაირი პრობლემა ვიდრე, ისინი ეუთო-ს ღონისძიებაში მონაწილეობენ. ამ თემაზე მემორანდუმიც გაფორმდა, იყო შეხვედრები გაიმართება პრეზიდენტთან, პრემიერთან და ჩემთან. ეს ეხება რუსულ დელეგაციასაც. კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" თუ ვინმეს აქვს დარღვეული, სამთალდამცველი ორგანოები მიიღებენ შესაბამის ზომებს. კანონი მოქმედებს ყოველ დღე და ყოველ წუთს, მაგრამ ამ ღონიძიების მიმდინარეობისას ხელი არც ერთ დელეგაციას არ შეეშლება. ეს არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენი შიდა კანონმდებლობა“, - განაცხადა უსუფაშვილმა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით სპეკულაციები იქნება. “უკვე მესმის რაღაც კითხვები „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომ რუსეთის დელეგაციას ვუშვებთ თუ არ ვუშვებთ. ყველას გთხოვთ ეს კითხვა დაუსვათ გიგი წერეთელს, ეუთო-ს ვიცე-თავმჯდომარეს, რომელმაც ჩემთან ერთად, ეუთო-ს მისცა პირობა, რომ ყველა ქვეყნის ყველა დელეგაცია შეუფერხებლად იმუშავებს. თუ ეს ასე არ არის მან ბრძანოს. თუ ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს ხელს შევუშლით მუშაობაში ჩვენ წავაგებთ, რადგან მათ იმედად ვართ ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში 1-5 ივლისს გაიმართება.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)