|
2016-06-30 10:06:39, 620 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი აჭარაში სტიქიის შემდეგ არსებული ვითარებით დაინტერესდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აჭარაში სტიქიის შედეგებითა და მათი აღმოფხვრის სამუშაოებით დაინტერესდა. გიორგი კვირიკაშვილს სტიქიის ზონაში არსებული ვითარება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გააცნო. „ყველას მოგეხსენებათ, რომ ინტენსიური წვიმები იყო და კონკრეტულად არ ველოდებოდით, სად რა მოხდებოდა, მაგრამ უბედურებები რომ დაგვემართებოდა მოსალოდნელი იყო. ორ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში მოხდა სტიქია. იქ სამი ხიდია წაღებული, ორს ბურჯები აქვს გამოცლილი. ამ ხეობაში 5 ხიდი დაზიანდა, დასაშლელია და ახალია გასაკეთებელი. საშიში არაა, რადგან დასახლებულ პუნქტთან არ არის ახლოს. მეჯოგეებს გადაყავდათ საქონელი, გაკეთებულია და მათ ახლაც შეუძლიათ გადაადგილება. თუმცა ამ ხიდების აღდგენას დრო დასჭირდება. ცუდი მგომარეობაა შუახევში, იქ 4 ხიდია წაღებული, 4 სოფელია მოწყვეტილი- 320 კომლია. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაღალი გავლადობის მანქანებისთვის შემოვლითი გზა არის უკვე. ამ 4 ხიდიდან ერთია მნიშვნელოვანი, რომლის აღდგენაც სრულყოფილ კავშირს აღგვადგენინებს მოსახლეობასთან,. სამუშაოები დაწყებულია. აჭარა თავისი ძალებით აკეთებს, ჩვენ გვთხოვეს და საინჟინრო დახმარებას ვუწევთ მხოლოდ. ერთი სათხოვარია რომ რკინიგზიდან უნდათ ვაგონების ძალები”,-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს მიმართა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ფინანსური რესურსები მოიძიონ, რათა სტიქიის შედეგები მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოიფხვრას. „კარგია რომ ადამიანური მსხვერპლი არ გვაქვს. თუ საჭიროა პროდუქტის მიწოდება, სასმელი წყალი, ყველაფერი ამ კუთხით მინდა გაიაროთ. სულ კავშირზე ვარ, ასევე მინდა ფინანსთა სამინისტროს მივმართო დამტებით თუ რამეა ფინანსური კუთით საჭირო მოვიძიოთ და მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა აღმოვფხვრათ ეს შედეგები. ვნახე კადრები და კატასტროფული მდგომარეობაა“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)