14:33 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 14:43:49, 1292 ნახვა

მსოფლიო
ლონდონში, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ლონდონის ცენტრში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მედია საშუალების ინფორმაციით, დემონსტრაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

“ჩვენ გვიყვარს და არ ვტოვებთ ევროკავშირს”, - სკანდირებდნენ აქტივისტები.

აქციის ინიციატორებმა დაგეგმილი შეკრებვის შესახებ მოსახლეობას სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით შეატყობინეს, მაგრამ მოგვიანებით დემონსტრაცია უსაფრთხოების მიზნით გააუქმეს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დემონსტრაციაში მონაწილეობის სურვილი 50 ათასმა ადამიანმა გამოთქვა, ტრაფალგარის მოედანი კი მხოლოდ 10 ათასს იტევს, ამიტომ სამართალდამცველებმა და მერია უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ. ამასთან, მიტინგი მაინც შედგა.

ცნობისთვის, 2 ივლისს “ბრექსითის” მოწინააღმდეგეები ლონდონში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობის გამართვას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს გამართული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 51,9 პროცენტმა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმში ევროსკეპტიკოსების გამარჯვების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ განაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics