04:40 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 00:26:30, 682 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება: თურქული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარ აფეთქებასტან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ექსპრესნიუსი" საგარეო უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს 22 საათსა და 15 წუთზე ათათურქის სახელობის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც წინ სროლის ხმა უძღოდა. აეროპორტში მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.

სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან.

თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს". - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics