2016-06-28 16:54:40, 561 ნახვა
პოლიტიკა
ეკა მიშველაძე: თინა ხიდაშელის გადწყვეტილებაზე კომენტარებმა შესაძლოა, ქვეყნის ინტერესები დააზარალოს
"თინა ხიდაშელის გადწყვეტილებაზე კომენტარებმა შესაძლოა, ქვეყნის ინტერესები დააზარალოს" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ამომწურავად უპასუხეს კითხვებს და პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მეტი საჯარო კომენტარი საჭირო არ არის.
„წინ არის ვარშავის სამიტი, სადაც პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრთან ერთად მიემგზავრება. შესაბამისად, ამ საკითხზე გაკეთებულმა კომენტარებმა შეიძლება, დააზარალოს ქვეყნის ინტერესები", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ცნობისთვის, თინა ხიდაშელის ბრძანებით, თავდაცვის სამინისტრო ჯარში სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს. თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელი პრესკონფერენციაზე მოაწერა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან