|
2016-06-28 15:05:29, 520 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს დაესწრო
მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში თბილისის მერია სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მართავს. დავით ნარმანია ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესთან ერთად, დღეს სასტუმრო „Holiday Inn“-ში გამართულ კონფერენციას დაესწრო, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მერიის მიერ განხორციელებულ ენერგოეფექტურ პროექტებზე, ასევე, ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში ვმართავთ კონფერენციას, რომლის მთავარი მიზანიცაა - ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რაც თბილისს ენერგოეფექტურ ქალაქად აქცევს. მნიშვნელოვანია ის, რომ 2010 წელს თბილისმა ხელი მოაწერა მერების შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ მნიშვნელოვანი ვალდებულებები გვაქვს აღებული, რაც გულისხმობს ჰაერში მავნე გამონაბოლქვის მოცულობის შემცირებას, CO2 -ის შემცირებას. მაქსიმალურად ინტენსიურად ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ საზოგადოების ცნობიერების დონე გაიზარდოს და თბილისის მერიაში სპეციალურად ამისთვის მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრიც კი გავხსენით. ამასთან, დღეს პირველი მუნიციპალური საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა, რომელიც საპილოტე პროექტია ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით. ეს საშუალებას მოგვცემს წლის განმავლობაში 20 ტონით შევამციროთ ჰაერში CO2-ის მოცულობა, გარდა ამისა, დაიზოგება ელექტროენერგია, დაიზოგება ბუნებრივი აირის მოხმარება, რაც საბოლოო ჯამში ბაღის შენახვის ხარჯებს უფრო ეკონომიურს გახდის. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ გარე განათების ენერგოეფექტურ სისტემაზე გადაყვანასთან დაკავშირებულ პროექტებზე, ხოლო, სამომავლოდ დასაპროექტებელი შენობა-ნაგებობები, როგორიც არის ახალი საბავშვო ბაღები და ა.შ. იქნება ენერგოეფექტური და თანამედროვე ევროპული გამოცდილება იქნება გაზიარებული. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ბაღში უკვე გათვალისწინებულია ის, რასაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვთავაზობენ, ასე რომ, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ამ საკითხებზე,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მდგრადი ენერგეტიკის კვირეული მერების შეთანხმების ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება და ღონისძიებაში ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, ასევე, სამთავრობო უწყებები მონაწილეობენ. NS
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)