|
2016-06-27 19:06:10, 686 ნახვა
საზოგადოება
ცესკო ამომრჩეველთა მონაცემების დადგენის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა მონაცემების დადგენის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და არ აწარმოებს ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას. "ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) ამომრჩევლებმა მიმართეს კითხვით და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირები საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, კარ-და-კარ შემოვლით ახდენენ ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებასა და დადგენას. განვმარტავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამ ეტაპზე მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და არ აწარმოებს ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას. აღსანიშნავია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას დაიწყებენ კენჭისყრის დღემდე (8 ოქტომბერი) ერთი თვით ადრე; რის შემდეგაც ისინი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ დადგენილ პროცედურებს. ამასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას საარჩევნო კომისიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა იქნება წარდგენილი. ცესკო მადლობას უხდის ამომრჩევლებს აქტიურობისა და თანამშრომლობისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)