08:31 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-26 12:40:16, 1302 ნახვა

სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, მამა გაბრიელ კახელიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცველების მიერ, ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარის ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

როგორც უწყების პრესსამსახურში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, მამა გაბრიელ კახელიშვილი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა და სახლში წაყვანა შესთავაზა. თუმცა, შსს-ს ცნობით,  ამ შეთავაზებას მამაოს მხრიდან აგრესიული ქმედება მოჰყვა და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ოფიციალური ინფორმაციით, მამა გაბრიელ კახელიშვილი სწორედ ამის გამო დააკავეს და ლანჩხუთიდან ოზურგეთში გადაყვანისას, მანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა:

"არსებობს ამის დამადასტურებელი კადრები,  მაგრამ ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმე ეხება მამაოს, ამ ეტაპზე ამ კადრების გამოქვეყნებისგან თავს ვიკავებთ",-განუცხადეს "ქსპრესნიუსს" შსს-ში.
მამაო  ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო მის ადმინისტრაციულად დაჯარიმებაზე, სასამართლო იმსჯელებს.

შეგახსენებთ, ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარი ირწმუნება, რომ მას სამართალდამცველები ფიზიკურდ გაუსწორდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics