|
2016-06-26 10:58:47, 618 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ექსპერტ-ქიმიკოსებს ლიტველმა სპეციალისტებმა ტრენინგი ჩაუტარეს
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ორგანიზებითა და დაფინანსებით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „ნარკოტიკული ნივთიერებების ნიმუშების მომზადება ქიმიური საექსპერტო კვლევისათვის“. სწავლებაში დეპარტამენტის ცენტრალური და რეგიონული ლაბორატორიების 17 ექსპერტ-ქიმიკოსმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი ლიტვის პოლიციის ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტებმა ჩაატარეს. სწავლება ინსტრუმენტული კვლევისას სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერების (ეფედრინი, მეთკათინონი, ამფეტამინი, ფენობარბიტალი, კოდეინი, ბუპრენორფნი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი) ნიმუშების მომზადების თანამედროვე მეთოდების ანალიზის, დამუშავების და ვალიდაციის შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)