03:35 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 15:06:41, 684 ნახვა

საზოგადოება
”საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია” Stadler-ის მატარებლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

”საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია” ,,Stadler KISS“-ის ტიპის ელექტრომატარებლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ს/ს ”საქართველოს რკინიგზა” ახორციელებს ოთხი შვეიცარული ფირმა ,,Stadler KISS“-ის ტიპის ელექტრომატარებლების შესყიდვას. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ფაქტს მედია სივრცეში სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა.

ჩვენი, ,,საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის“ აზრით, აღნიშნული პროექტი უპრეცენდეტოა. კერძოდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მოცულობის ინვესტიცია სამზგავრო სარკინიგზო გადაზიდვებში არ განხორციელებულა.

თავის მხრივ, კომპანია ”Stadler”-ის, რომელიც მსოფლიოში სარკინიგზო ინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერს წარმოადგენს, შემოსვლა საქართველოს რკინიგზაზე დადებითი მოვლენაა. აღნიშნული მატარებლების თავსებადობაზე საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურასთან ამყარებს Deutsche Bahn AG – DB international დასკვნა.

საბოლოო ჯამში, თანამედროვე ევროპული სტანდარტის მატარებლების ექსპლუატაციაში გაშვება, გამოიწვევს საქართველოს მოსახლეობის და არარეზიდენტი პირების მობილობის გაზრდას, რაც საბოლოოდ, დადებითად იმოქმედებს საქართველოს, როგორც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მიმზიდველობის ზრდაზე.

ამგვარად, აღნიშნული მატარებლების საქართველოს რკინიზგაზე ოპერირება არის ცალსახად დადებითი მოვლენა, როგორც ს/ს”საქართველოს რკინიგზა”-სთვის ასევე, მთლიანად ქვეყნისათვის.

გისურვებთ ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას ევროპული სტანდარტების შესაბამისი, კომფორტული და ეკოლოგიურად უსაფრთხო ,,Stadler KISS“-ის ორსართულიანი ელექტრომატარებლებით!”, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics