|
2016-06-25 14:21:33, 637 ნახვა
საზოგადოება
მამუკა ახალაძე მეზღვაურებს: ჩვენ თქვენს მომავალზე ვზრუნავთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსანტები მეზღვაურთა ბეჭდებითა და სერთიფიკატებით დააჯილდოვა. მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მამუკა ახალაძემ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მათ მომავალზე ზრუნავს. მან ასევე საზღვაო სფეროში ქვეყნის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება: “საქართველოს საზღვაო სფერო ყოველწლიურად ვითარდება, ჩვენ ახალ სიმაღლეებს ვიპყრობთ, როგორც იცით ევროკავშირის აღიარება მოვიპოვეთ, ქართული დროშა ამოვიღეთ „შავის სიიდან“, განავითარეთ საზღვაო სივრცის სხვადასხვა ასპექტები და სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს. მინდა მიულოცო ყველა მეზღვაურს დღევანდელი დღე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სახელით ვუთხრა, რომ ჩვენ მათ მომავალზე ვზრუნავთ“, - აღნიშნა ახალაძემ. მისივე თქმით, წელს, ბათუმში, საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიმართება. „ერთ-ერთი მნიშნელოვანი და გრანდიოზული მოვლენა, რომელიც წელს საქართველოში მოხდება ეს არის პირველი ისტორიული, საერთაშორისო საზღვაო ფორუმი რომელიც გაიმართება ბათუმში, პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით. ფორუმზე მოწვეული იქნებიან მსოფლიოს საზღვაო ლიდერები, უმაღლესი დონის სტუმრები და ეს იქნება საქართველოსთვის უდიდესი წარმოჩენა საერთაშორისო ასპარესზე",-განაცხადა მამუკა ახალაძემ
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)