|
2016-06-25 12:41:33, 807 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა (ვიდეო)
25 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საზღვაო აკადემიაში შეკრებილ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და ვეტერან მეზღვაურებს დღესასწაული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მიულოცეს. მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს 2011 წლიდან მთელ მსოფლიოსთან ერთად საქართველოც აღნიშნავს. წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში ოფიციალურად გაიხსნა საზღვაო აკადემიის 2 ახალი აუდიტორია, რომლებიც იაპონური კომპანია ,,FURUNO"-ს მიერ წარმოებული მოწყობილობებითაა აღჭურვილი. აღჭურვილობა პირველკურსელებს საწყისი ცნებებისა და საგემბანო აღჭურვილობის შესწავლაში დაეხმარება. მსგავსი რამ აკადემიისთვის ინოვაციას წარმოადგენს. მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნული აუდიტორიები დაათვალიერეს. პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა. საზღვაო აკადემია სტრატეგიული მნიშვნელობის საგანმანათლებლო კერაა ქვეყნისათვის. ამ სფეროს განვითარება ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლასა და ძლიერებას. „ჩვენი მთავრობა მუდმივად ცდილობს სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის შექმნას ხელსაყრელი გარემო და ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას. ცნობილია, საქართველოში 9 000-მდე მეზღვაურია და მათი 95% სწორედ აჭარის მკვიდრია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სფეროს განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ წინსვლასა და კეთილდღეობასთან, მითუმეტეს დღეს, როცა ცნობილი "აბრეშუმის გზის" აღდგენის პროექტში საზღვაო მიმართულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)