|
2016-06-24 21:40:14, 668 ნახვა
საზოგადოება
სოფო ჯაფარიძე საქართველოს აზერბაჯანელ ქალთა კავშირის ხელმძღვანელს ლეილა სულეიმანოვასა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე , საქართველოს აზერბაჯანელ ქალთა კავშირის ხელმძღვანელს ლეილა სულეიმანოვასა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ადრეული ქორწინების პრევენცია იყო. სოფო ჯაფარიძემ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში ქალთა და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და პრევენციის მიზნის მქონე ინსტიტუტებზე, ასევე იმ გამოწვევებზე და მიღწევებზე რაც ბოლო დროის განმავლობაში აღნიშნული მიმართულებებით გამოვლინდა. მან ასევე ისაუბრა ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა თუ მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებებზე, რომლებსაც 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს. სოფო ჯაფარიძემ ხაზგასმით ისაუბრა ქალების როლის გაძლიერებაზე, ადრეული ქორწინების ურყოფით შედეგებზე და მისი პრევენციის მიზნით განსახორციელებლ აქტივობებზე. ახალგაზრდებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოზე, მასთან არსებულ საკონსულტაციო ჯგუფზე და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) საქმიანობაზე.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)