|
2016-06-23 15:23:11, 591 ნახვა
საზოგადოება
"რკინიგზა": როდესაც ეს მატარებელი გვირაბებს შეფერხების გარეშე გაივლის, ვაშაძემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს
„ეს არის ტყულის გავრცელება და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმადაც ახალი ორსართულიანი მატარებელი ვერცერთ გვირაბში ვერ გაეტევა. მისივე თქმით, როდესაც მატარებელი საქართველოში ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაივლის გვირაბს გიორგი ვაშაძემ პირადად უნდა მოუხადოს საზოგადოებას ბოდიში. ცაგურია გიორგი ვაშაძესა და მის თანაპარტიელ გივი კუბლაშვილს „პარტიულ ფუნქციონირებს“ უწოდებს და ურჩევს თემას სერიოზულად მოეკიდონ. მან გავრცელებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ უწოდა იაფფასიანი სიცრუე და არასერიოზული განცხადება. „მე ამ პარტიულ ფუნქციონირებს ვურჩევ ცოტა სერიოზულად მოეკიდონ ასეთ თემებს. კეთილი ინებონ და შეისწავლონ საკითხი. ეს არის უბრალოდ სიგიჟე და სისულელე. ეს ტყულის გავრცელების მცდელობაა. ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. როდესაც ეს მატარებელი საქართველოში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაივლის გვირაბებს, ბატონმა ვაშაძემ, რომელიც ამ პარტიის ("ახალი საქართველოს") თავმჯდომარეა, პირადად მოუხადოს ბოდიში საზოგადოებას. ეს ინფორმაცია ტყუილია, იაფფასიანი სიცრუე და ძალიან არასერიოზული განცხადება. კომპანია „შტადლერი“ , ეს შვეიცარიული კომპანიაა. ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა სამატარებლო ინდუსტრიაში, ერთ-ერთი ლიდერი ბრენდია. თქვენ ახლა რომ ჩაბრძანედეთ შვეიცარიაში, ბელგიაში და სხვა ლიდერ ქვეყნებში. იქ ასეთ მატარებელში იმგზავრებთ. ამ ლიდერ ქვეყნებში ასეთ მატარებლებში სხედან ადამიანები. ზუსტად იგივე მატარებელი და იგივე კომპანიის მიერ წარმოებული. ეს არის უმაღლესი სტანდარტების კომპანია“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ. შეგახსენებთ, სამოქალაქო პლატფორმა - ”ახალი საქართველოს”ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გივი კუბლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ 'საქართველოს რკინიგზის' მიერ შეძენილი ახალი ორსართულიანი მატარებელი არცერთ გვირაბში არ ეტევა. ცნობისთვის, 2016 წლის ზაფხული-შემოდგომის სეზონიდან მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპული სტანდარტის Stadler Kiss მოდელის მატარებლით იმგზავრონ, რომლის ანალოგით დღეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მგზავრობენ. შვეიცარული კომპანიის Stadler Bussnang AG-ს ელექტრომატარებლები შავი ზღვის მიმართულებით შეასრუელებენ მარშრუტებს. ორსართულიანი მატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით იმოძრავებს შეჩერების გარეშე და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში გაჩერება, ესენია: ბათუმი, ქობულეთი და ურეკი.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)