|
2016-06-23 14:34:35, 595 ნახვა
საზოგადოება
მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას 99 დასახლება დაემატება
საქართველოს მთავრობამ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 99 დასახლების დამატების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 24 მაისს გამართულ სხდომაზე, მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში დამატებით 99 დასახლების (38 000 მაცხოვრებლის) შეტანასთან დაკავშირებით იმსჯელა და შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავრობას აღნიშნული დასახლებების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში დამატების შესახებ. უწყების ცნობით, თავდაპირველ ჩამონათვალში, რომელიც 1582 დასახლებას მოიცავს, აღნიშნული დასახლებები ვერ მოხვდა იმის გამო, რომ არ არსებობდა საქართველოში არსებული დასახლებების ერთიანი ნუსხა და მათი კრიტერიუმების შესახებ სისტემატიზირებული მონაცემები. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული სოციალური შეღავათები დაუყოვნებლივ ამოქმედდება. ნუსხაში შესატანი 99 დასახლებიდან: 90 - აკმაყოფილებს საბჭოს მიერ დადგენილ დემოგრაფიულ კრიტერიუმს; 6 - კანონით განსაზღვრულ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში შემავალი დასახლებებია; 1 (ჭერემი) - დაზუსტდა ჰიფსომეტრიული სიმაღლე; 1 (ღორღა) - საჯარო რეესტრმა დააზუსტა, რომ, ზოგადად, არსებობს როგორც სოფელი; 1 (კოტორაანთკარი) - აკმაყოფილებს სოფლის მეურნეობის კრიტერიუმს.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)