|
2016-06-22 15:02:41, 680 ნახვა
საზოგადოება
მეაბრეშუმეობის დარგის განვითარებისათის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ერთერთ მიმართულებას საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის აღდგენის ხელშეწყობა წარმოადგენს. საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგს თხუთმეტსაუკუნოვანი ისტორია აქვს. იგი ფართოდ იყო გავრცელებული, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა თუთის აბრეშუმმხვევიის ჯიშების გენოფონდის შენარჩუნება-გაუმჯობესებასა და სარეალიზაციო ბაზრების მოძიებას ითვალისწინებს. აღნიშნული მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. დაწყებულია მეაბრეშუმეობისათვის საკვები ბაზის აღდგენა-შექმნა, რომელიც გულისხმობს თუთის ჰიბრიდული ჯიშის ნერგების გაშენება-დარიგებას. მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქართველმა ბიზნესმენმა უზბეკეთიდან ჩამოტანილი თუთის ასი ათასი ნერგი სახელმწიფოს გადასცა, რომელიც ბენეფიციარებს უსასყიდლოდ დაურიგდათ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები პროგრამის ბენეფიციარებს თუთის ბაღების გაშენებაში დაეხმარნენ და თუთის მოვლის აგროტექნიკურ ღონისძიებების განხორციელებაში უწევენ კონსულტაციებს. ამჟამად, აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე, მიმდინარეობს თუთის აბრეშუმხვევიას დაახლოებით 45000-50000 ცალი აბრეშუმის ჭიის გამოკვების პროცესი. აღნიშნული ჯიშები ხასიათდებიან მაღალი აბრეშუმიანობითა და ძაფის სიგრძით. აღნიშნული პროცესის მიზანი მომდევნო თაობის გრენის (კვერცხი) დამზადებაა, რაც ქართული აბრეშუმმხვევიას გენოფონდის შენარჩუნებასა და გამრავლებას უზრუნველყოფს.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)