|
2016-06-21 18:24:01, 601 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის ზონის ხელმძღვანელს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის ზონის ხელმძღვანელს საიმონ მისსირს შეხვდა. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თბილისის მერმა საიმონ მისსირს ორგანიზაციის მხრიდან 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია წითელი ჯვრის ოფისთან სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წითელ ჯვარს სახელმწიფომ ახალი საოფისე ფართი გამოუყო და უფრო მეტად ფართოვდება რეგიონული ოფისი თბილისში. „წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ეს თანამშრომლობა მოიცავს სოციალურ სფეროში რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელებას. მათი როლი და ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად მუშაობდნენ ჩვენთან ერთად სხვადასხვა საკითხებზე, რაც დაკავშირებული იყო დაზარალებული ოჯახების სოციალურ-ფსიქოლოგიურ და სხვა სახის მხარდაჭერასთან. მომავალშიც ვითანამშრომლებთ მჭიდროდ მათთან, რათა ბევრი საინტერესო პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)