|
2016-06-20 15:20:06, 618 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა სუპერლიგა B-ს ფინალი მოიგო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საფეხბურთო გუნდმა ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგა B-ს ფინალში "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა" ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ფინალურ დაპირისპირებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკაინი დაესწრო. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ტურნირის რეგულარული სეზონი წარმატებით დაასრულა. გუნდმა 18 ქულით სუპერლიგა B-ს სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა, რომლის შემდეგ ფლეი ოფის ყველა ეტაპზე იმარჯვა და ფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვა. ტურნირს მთელი სეზონის განმავლობაში ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობდა. მასში სახელმწიფო, კომერციული და სასწავლო ორგანიზაციები ასპარეზობდნენ. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის ირაკლი ხელაძის განცხადებით, ტურნირის განმავლობაში ყოველი გამარჯვებიდან შემოსული თანხა „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარების საჭიროებებს მოხმარდება. ცნობისთვის, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ამ ტურნირის პრიზიორი ერთხელ უკვე იყო. 2013-2014 სეზონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე თასის მფლობელი გახდა. რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. მას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. პროგრამის მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ მეტად ჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)