2016-06-17 17:23:19, 736 ნახვა
პოლიტიკა
ჩიხრაძე ვანო მაჭავარიანზე: ეს მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა
ვანო მაჭავარიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადრეც მუშაობდა და ის საკმაოდ გამოცდილი კადრია, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ვანო მაჭავარიანს საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.
"ის გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით მიიღო, ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილებაა და არა რომელიმე პოლიტიკური ძალისა, გნებავთ სახელისუფლებო ძალისა თუ ოპოზიციურისა. ვანო მაავარიანი, ამ ადმინისტრაციაში ადრეც მუშაობდა. ის საკმაოდ გამოცდილი კადრია და მას საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს", - განაცხადა ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვანო მაჭავარიანი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან