|
2016-06-16 21:50:42, 554 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი ტალინში ესტონეთის იუსტიციის მინისტრს ურმას რეინსალუს შეხვდა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვია. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე შედიოდნენ: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციალური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშვილი და ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი. ვიზიტის ფარგლებში, მიმდნარე წლის 16 ივნისს შედგა კახა კახიშვილის ორმხრივი შეხვედრა ესტონეთის იუსტიციის მინისტრთან ურმას რეინსალუსთან (რომლის კომპეტენციას განეკუთვნება ესტონეთის პენიტენციალურ სისტემასთან დაკავშირებული შესაბამისი მიმართულებები). შეხვედრისას, კახა კახიშვილმა ესტონელ კოლეგას საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში მრავალი მიმართულებით განხორციელებულ ნაბიჯებზე, მიღწეულ პროგრესზე, ევროპული სტანდარტების შემდგომი დანერგვის თვალსაზრისით არსებულ სამომავლო გეგმებსა და საერთაშორისო შეფასებებზე, შესაბამისი სტატისტიკური მაჩვენებლების ჩათვლით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ერთიანი ევროპული ფასეულობების შემდგომი განმტკიცებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის, ისევე როგორც ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, კახა კახიშვილმა ურმას რეინსალუსთან საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი განიხილა და ქვეყნის მიერ სრულად განხორციელებული ვალდებულებების გათვალისწინებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დროულად შემოღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი; მან აქვე ესტონეთის მხარდაჭერის გამო მადლიერება გამოხატა. ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველო-ესტონეთის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და პენიტენციისა და პრობაციის სფეროში სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ესტონეთის იუსტიციის მინისტრი ქართველი კოლეგის ესტონეთში ვიზიტს მიესალმა და შეხვედრის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მადლიერება გამოხატა. ურმას რეინსალუმ, თავის მხრივ, პენიტენციური სისტემის რეფორმირების კუთხით, კახა კახიშვილს ესტონური გამოცდილება გაუზიარა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ასევე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ ესტონეთი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ამ მიმართულებებით. შეხვედრის დასასრულს, კახა კახიშვილმა ესტონელი კოლეგა საპასუხო ვიზიტის განსახორციელებლად საქართველოში მიიწვია. ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში, იმავე დღეს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ქალაქ ტარტუს ციხეც მოინახულა და აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელს რაინ იუკსს შეხვდა. მხარეებმა მსჯელობისას ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: ციხეების ეფექტიანი მართვა, რისკების შეფასების გათვალისწინებით; რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების მოქმედება; პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა კვალიფიციურობის უზრუნველყოფა და ამაღლება.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)