2016-06-14 12:43:38, 600 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: 13 ივნისს ახალგაზრდებმა დიდი გაჭირვების დროს საოცარი კონსოლიდაცია მოახერხეს
„13 ივნისს ახალგაზრდებმა საოცარი კონსოლიდაცია და ორგანიზებულობა მოახერხეს“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ტექნოპარკში“ მიმდინარე პრესკონეფერნციაზე 13 ივნისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
ყოფილმა პრემიერმა თანაგრძნობა გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებს .
„გავიხსენოთ მიცვალებულები და თანაგრძნობა გამოვუცხადოთ გარდაცვლილთა ოჯახებს. ის პოზიტივიც გავიხსენოთ რაც ამ დროს განვითარდა. ახალგაზრდებმა საოცარი კონსოლიდაცია აჩევენეს. დავინახეთ, რომ ჩვენი ხალხი არის უძველესი კულტურის. ახალგაზრდებმა დაამტკიცეს, რომ ამ გენის მატარებლები არიან და ყველაზე დიდი გაჭირვების დროს საოცარი კონსოლიდაცია და ორგანიზებულობა მოახერხეს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან