18:07 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 18:45:00, 615 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ელჩი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობასა და პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

საუბარი ასევე შეეხო, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის, გასულ კვირას, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს სტრასბურგსა და ბრიუსელში და ვარშავაში დაგეგმილი NATO-ს სამიტისათვის მზადების საკითხებს.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც განიხილეს. აშშ-ის ელჩმა ქვეყნის პირველ პირს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო გააცნო.

შეხვედრისას  განიხილეს ასევე ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო და სამართლებრივი რეფორმების ასპექტები და ქართული დემოკრატიის გაძლიერებისა და განმტკიცებისათვის ყველა მნიშვნელოვანი თემა.

საქართველოს პრეზიდენტისა და იან კელის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics