|
2016-06-12 11:11:37, 698 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-მ ამომრჩეველთა ერთიანი სია განაახლა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ერთიანი სია განაახლა. თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლია სპეციალურ საიტზე - voters.cec.gov.ge. ცესკო-ს ინფორმაციით, 7 ივნისს 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 3, 634 საარჩევნო უბანი შეიქმნა, დადგინდა მათი ნომრები და საზღვრები;შესაბამისად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე ნახავს ინფორმაციას თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის (ამომრჩეველსუფლებააქვს, მოითხოვოსმხოლოდსაკუთარიდაოჯახისწევრებისშესახებარსებულიყველამონაცემისგაცნობადამათშიცვლილებისშეტანა). უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (2016 წლის22 სექტემბერი) და მოითხოვოს ცვლილების შეტანა (საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლი). შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისა და კომპიუტერული დამუშავების მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები (საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის, მე-5 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები) საარჩევნო ადმინისტრაციას წელიწადში 4-ჯერ გადასცემენ (1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისს და 1 ნოემბერს) საარჩევნო უფლების და ამავე უფლების არმქონე პირების შესახებ მონაცემებს. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, 15 ივლისს ცესკო მორიგ განახლებულ მონაცემებს მიიღებს, რის საფუძველზეც კიდევ ერთხელ მოხდება ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ინფორმაციის განახლება.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)