09:18 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 10:31:39, 1276 ნახვა

სამართალი
რუსთავის ბაზრობაზე მოქალაქეებმა ყალბი ფულით ავტომობილი შეიძინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე    სამი პირი - რუიალ ისაევი, ზამინ ბაირამოვი და შირხან ნამაზოვი დააკავა. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა საქართველოში შემოიტანეს და  რუსთავში მდებარე ავტობაზრობაზე მოქალაქეზე  ყალბი 1500  აშშ დოლარი გაასაღეს.

მათივე ცნობით, ყალბი კუპიურები დაკავებულებმა ერთ-ერთ მოქალაქეს გადასცეს ავტომობილის საფასურის სანაცვლოდ.  

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics