|
2016-06-06 16:22:27, 988 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტროში თანამშრომელთა პრემია/დანამატები 681 500 ლარით არის შემცირებული
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა პრემია/დანამატები 2015 წელს 681 500 ლარით არის შემცირებული“ - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ხულორდავამ, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მოცემულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. თამარ ხულორდავას განცხადებით, პრემია/დანამატების მაჩვენებლის კლების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის ხელმისაწვდომი და მის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებაც ემსახურება იმას, რომ საბოლოოდ შეწყდეს აღნიშნული თემის არასწორი ინტერპრეტირება და საკითხთან მიმართებაში მცდარი აქცენტების დასმა. „სახელმწიფო აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელშიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში 2015 წელს 2014 წელთან შედარებით სახელფასო დანამატების ზრდაზეა საუბარი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ უწყების თანამშრომლებზე პრემიის ან დანამატის გაცემის ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად არის შესწავლილი და დასაბუთებული. სამინისტროს მიერ თანამშრომლებზე გაცემულ თანხებზე საუბრისას, მხოლოდ დანამატის მაჩვენებელი სრულ სურათს არ ქმნის. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, გაცემული პრემიის საერთო თანხა 4 მილიონ 400 ათასი ლარით არის შემცირებული; შესაბამისად, ჯამში პრემიისა და დანამატის ოდენობა 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, 681 500 ლარით შემცირდა. ამასთან, მნიშვნელოვნად არის შემცირებული უწყებაში მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება. სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის გამჭვირვალობა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია. პრემიებისა და სახელფასო დანამატების საკითხზე სამინისტრომ ადრეც გააკეთა განმარტება და მომავალშიც მზად არის დაინტერსებულ ჯგუფებთან თუ უწყებებთან თანამშრომლობისთვის და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სახელფასო დანამატებისა და პრემიების გაცემის საკითხზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ არც 2014 და არც 2015 წლებში რაიმე სახის რეკომენდაცია არ გაუცია. სამინისტრო მზად არის ყველა დაინტერესებულ სუბიექტს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია“,-განაცხადა ხულორდავამ.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)