|
2016-05-19 13:45:43, 1194 ნახვა
ეკონომიკა
ონლაინ სესხების ასოციაცია ემიჯნება ყოველგვარ გადაცდომას და უკანონობას
საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია ინტერნეტ-სივრცეში, მათშორის, სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება, სადაც, სავარაუდოდ, პრობლემური აქტივების მართვის ერთ-ერთი ბიუროს (ე.წ. კოლექტორული კომპანია) თანამშრომლისა და მსესხებლის საუბარია ჩაწერილი. ონლაინ სესხების ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია“ გაეცნო გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც იკვეთება სერიოზული ხასიათის გადაცდომები მომხმარებელთან ურთიერთობისას. ასოციაციის წევრი კომპანიები გამოხატავენ წუხილს აღნიშნული ფაქტის გამო და აცხადებენ, რომ ყოველმხრივ ემიჯნებიან და გმობენ მსგავს მიდგომას. ასოციაციის წევრი ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ არ იყენებენ მსგავს მეთოდებს მათ საქმიანობაში. რაც შეეხება ურთიერთობას პრობლემური აქტივების მართვის კომპანიებთან, აღნიშნულს არეგულირებს სახელშეკრულებო ურთიერთობა, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი პრინციპები, რომელთა საფუძველზეც უნდა იმოქმედოს ბიურომ პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობისას. ამ პრინციპებიდან კი ერთ-ერთი უმთავრესია მომხმარებელთან ეთიკური საუბარი და ინფორმაციის მიწოდება. ბუნებრივია, ეს პრინციპები გამორიცხავს უკანონობის ნებისმიერ გამოვლინებას, იქნება ეს შანტაჟი, მუქარა თუ სხვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კოლექტორული კომპანიები, რომლებთანაც თანამშრომლობენ ასოციაციის წევრები, ასევე ემსახურებიან ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. თუმცა, მათი საქმიანობის ნეგატიური ნაწილის თუ გადაცდომების დაკავშირება ხდება მხოლოდ ონლაინ სესხის კომპანიებთან, რაც, სავარაუდოდ, დღეს არსებული გამიზნული შავი პიარის ნაწილია. მიუხედავად ამისა, ეს ვერ ამართლებს ამ ჩანაწერის ბუნებას და მომხმარებელთან მსგავს კომუნიკაციას. ასოციაცია მოუწოდებს პრობლემური აქტივების მართვის ბიუროებს, განსაკუთრებით გაამკაცრონ კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, რათა გამოირიცხოს უკანონობის ნებისმიერი გამოვლინება და დაცულ იქნას საკრედიტო ორგანიზაციებსა და მათ შორის არსებული ხელშეკრულების პრინციპები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასოციაციის წევრი კომპანიები შეწყვეტენ თანამშრომლობას იმ კომპანიებთან, რომლებიც დაარღვევენ მომხმარებელთა უფლებებს და უგულებელყოფენ ეთიკისა და მორალის ნორმებს. ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ბაზრის ძირითადი მონაწილეები, რომლებიც ასოციაციაში არიან გაწევრიანებული, მოქმედებენ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და იაზრებენ სოციალურ პასუხისმგებლობას. აქვე, კიდევ ერთხელ, ასოციაცია აცხადებს, რომ მიესალმება საქართველოს მთავრობაში დაწყებულ პროცესს, რომელიც ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ბიზნესის გარკვეული რეგულაციის ქვეშ მოქცევას და ბაზრის ყველა მონაწილისათვის ერთგვაროვანი თამაშის წესების დადგენას გულისხმობს. ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციები რეალური და გონივრული რეგულაციების წინააღმდეგი არ არიან და იზიარებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ გამოთქმულ პოზიციას, რომ რეგულაციების დაწესებისას, პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა იქნას მომხმარებლის ინტერესი იმგვარად, რომ არ დაზარალდეს თავად ონლაინ საკრედიტო ბაზარიც, რამდენადაც მოსახლეობისთვის აღნიშნული ფინანსური მომსახურების მიღება მნიშვნელოვანია", - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ ასოციაციის წევრები: vivus.ge; netcredit.ge; ccloan.ge; crediton.ge; moneyman.ge; emmascredit.ge; masesxe.ge; minicredit.ge; mozo.ge; mon.ge.
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)