15:55 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 18:32:56, 971 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრმა ლონდონში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა

საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლონდონში, ბიზნესფორუმზე Georgia Investor Day.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრეზენტაციაზე შეკრებილ წამყვანი ბრიტანული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების ხელმძღვანელ პირებს დეტალურად გააცნო ის შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.

„მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, გადასახადების სიმსუბუქის თვალსაზრისით კი ჩვენ მე-9 ადგილზე ვართ მსოფლიოში. ჩვენ გავზარდეთ ჩვენს ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციების მოცულობა, ხოლო წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების თანახმად, საქართველო სტაბილური ქვეყნების კატეგორიაში შედის",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ინვესტორებს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება აძლევს და აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას.
ბიზნესფორუმს 130 ბიზნესმენი დაესწრო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
GASOLINE - Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან - საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
განათლების სამინისტრო - ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე
ეროვნული ბანკი სესხების გაცემის წესი გამკაცრებას „მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით“ ხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics