|
2016-05-10 14:28:52, 861 ნახვა
სამართალი
დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები და ავტომანქანები დაუბრუნდებათ
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 7 მიწის ნაკვეთი და 2 ა/მანქანა დაუბრუნდებათ. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული: „დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის სამი დანაშაულებრივი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის 09 ივნისს შპს „ლაზარემ", როგორც იურიდიულმა პირმა და მისმა დამფუძნებლებმა ინდივიდუალურად, შპს „ერთობისგან" კანონიერად შეიძინეს ქ.რუსთავში მდებარე მთლიანობაში 7 მიწის ნაკვეთი. მალევე, აღნიშნული მიწის ნაკვეთები ქ.რუსთავის თვითმმართველი ერთეულისა და სამართალდამცავი ორგანოების ინტერესის სფეროში მოექცა, რის გამოც მისი ჩამორთმევა გადაწყვიტეს. ამ მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი სამართალდამცავ ორგანოში, სისტემატურად იბარებდა შპს „ლაზარეს" დამფუძნებლებს, რომლებსაც მოსალოდნელი პრობლემების შექმნის მუქარით კატეგორიულად სთხოვდა აღნიშნული მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობას. პარალელურად, ამავე საგამოძიებო ორგანოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე, სხვა ფაქტთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს შპს ,,ლაზარეს" დამფუძნებლების ოჯახის წევრები, რის შემდეგაც გამომძიებელი დაზარალებულებს მათი ოჯახის წევრების პატიმრობაში დატოვებით ემუქრებოდა და პირდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და საპატიმროდან გათავისუფლებას მხოლოდ მიწის ნაკვეთების დათმობის სანაცვლოდ. განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, შპს „ლაზარეს" პარტნიორებმა 2010 წლის 02 დეკემბერს ნოტარიულად დამოწმებული გარიგებების საფუძველზე, ქ. რუსთავის თვითმმართველობის სახელზე უსასყიდლოდ დათმეს ხსენებული 7 მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც მათ ოჯახის წევრებს გაუფორმდათ შეპირებული საპროცესო შეთანხმება და მათ დატოვეს საპატიმრო დაწესებულება. ასევე, ჩატარებული გამოძიების შედეგად, მხილებულ იქნა შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც 2011 წელს, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ ბრალდებულ კახა გურგენიძეს და მის მეუღლეს მარიამ რატიანს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, იძულებით დაათმობინა ოჯახის კუთვნილი ,,ჰიუნდაი სანტაფეს" მარკის ა/მანქანა, რის შემდეგაც კახა გურგენიძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე. ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ მესამე საჯარო მოხელეს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც 2010 წლის ოქტომბრის საბაჟო შეტყობინების აქტით, ისე რომ არ არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი - საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, მოქალაქე ჯემალ ნაცვლიშვილს უკანონოდ ჩამოართვა საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებული ავტომანქანა MERCEDES BENZ ML-350. გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, პროკურატურის მიერ ქონების ჩამორთმევაში მხილებული სამივე საჯარო მოხელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. თანამშრომლობის შედეგად კი გამოძიება გაგრძელდება მათი ზემდგომი თანამდებობის პირების მიმართ. დაზარალებულ მოქალაქეებს ია დვალს, გიორგი ქუთათელაძეს, ნანული ქობალავას და სალომე საყვარელიძეს დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული ქ.რუსთავში მდებარე 7 მიწის ნაკვეთი. დაზარალებულ კახა გურგენიძეს, მის მეუღლეს მარიამ რატიანს და ჯემალ ნაცვლიშვილს კი დაუბრუნდებათ ასევე სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ,,ჰიუნდაი სანტაფეს" და MERCEDES BENZ ML-350 მარკის ა/მანქანები“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)