|
2016-05-07 18:00:10, 882 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლო ლევან როსტოშვილთან და ლაშა კურტანიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ბრალდებულ ლევან როსტოშვილთან და ლაშა კურტანიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას ”ექსპრესნიუსსი” უცვლელად გთავაზობთ: ”თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების ლ.რ.-ს და ლ.კ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის გამოყენების თაობაზე. მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. ასევე, ბრალდებულ ლ.კ.-ს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. შუამდგომლობის თანახმად, ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომში მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 42,9524 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა. ბრალდებულმა ლ.კ.-მ, ასევე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0857 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა. ღია სასამართლო სხდომაზე, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განზრახი, ჯგუფური, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებების შესაძლო ჩადენა. ამასთან ბრალდებულ ლ.რ-ს ნარკოლოგიური გამოკვლევის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი. ბრალად შერაცხული ქმედების, ხასიათის, სპეციფიკის და გავრცელებულობის გათვალისწინებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები და გარკვეული რისკები. ასევე სასამართლომ მიიჩნია, რომ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოსთვის თავის არიდების საფრთხე, გამომდინარე იქედან, რომ ბრალად შერაცხული ქმედებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 8 დან 20 წლამდე და მათ შორის უვადო თავისუფლების აღკვეთას. ასევე სასამართლოში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ბრალდებულებს აქვთ გარკვეული კავშირები ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მათ არაერთხელ გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი”, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 ივნისს 16 საათზე გაიმართება.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)