09:17 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 18:17:39, 1314 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი ევროკავშირს: ჩვენ ჩვენი გზით წავალთ, თქვენ თქვენით იარეთ

ჩვენ ჩვენი გზით წავალთ, თქვენ თქვენით იარეთ, - ასე მიმართა ერდოღანმა ევროკავშირს ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით. 

თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის თქმით, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების სანაცვლოდ ანტიტერორისტულ კანონმდებლობას არ შეცვლის. 

“ევროკავშირი გვთხოვს ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონების შეცვლას სავიზო რეჟიმის გაუქმების სანაცვლოდ. ამას გვეუბნება მაშინ, როდესაც თურქეთი ყველა მხრიდან ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათი კოლაბორაციონისტების თავდასხმებს განიცდის. თქვენ ჩვენ თქვენს პირობებს გვიყენებთ, როდესაც თავად ტერორისტებს აძლევთ უფლებას ევროპარლამენტის წინ კარვები გაშალონ”, - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ მარტში ბრიუსელში თურქეთ-ევროკავშირის სამიტის დროს ქურთმა აქტივისტემა “ქურთისტანის მუშათა პარტიის” სიმბოლოებით კარვები გაშალეს. “ქურთისტანის მუშათა პარტიას” თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics