|
2016-05-05 19:06:17, 956 ნახვა
ეკონომიკა
"ზედაზენს" კიდევ ერთი ამერიკული ბრენდი Royal Crown Cola შეემატა
Royal Crown Cola-ს ამერიკული წარმატების 111 წლიანი ისტორია საქართველოში გრძელდება. წარწერა - „დამზადებულია საქართველოში“კიდევ ერთ ლეგენდარულ ამერიკულ პროდუქტზე გაჩნდა. სასმელი, რომლის ჩამოსხმა ჯორჯიის შტატში 1905 წელს დაიწყო 111 წლის შემდეგ უკვე საქართველოში იწარმოება. როგორც ს.ს ქართული ლუდის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკული ბრენდი, რომელიც შეერთებულ შტატებში გაზიან-გამაგრილებელი სასმელების სამეულში შედის, ორიენტირებული იქნება როგორც შიდა მოხმარების ბაზარზე, ასევე იმპორტზეც. ჩოჩელმა აღნიშნა, რომ პროდუქციის პირველი პარტიები აფრიკის კონტინენტზე გაიგზავნება. კომპანიის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ საქართველოს ბაზარზე ანალოგების ჩანაცვლება სწორედ ამ ბრენდით მოხდება. არსებობს მრავალი მიზეზი, იმისა რომ RC Cola - ს სხვა კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოს. პრეზენტაციას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და Royal Crown Cola-ს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. „Royal Crown Cola - ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გამაგრილებელი სასმელი. უცვლელი გემო და თავისუფლება. სწორედ ეს თვისებები გამოარჩევს Royal Crown Cola – ს სხვა გამაგრილებელი სასმელებისგან და მას უძველესი ისტორია გააჩნია. სასმელი რომელიც საუკუნეზე მეტია, ამერიკული პოპულარული კულტურის გამორჩეული ნაწილია, საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება“, - გნაცხადა - Royal Crown Cola- ს ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის ვიცე პრეიზიდენტმა მოში კოჰენმა. აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური სექციის ხელმძღვანელის მოადგილის ქრისტიან მურის განმარტებით, RC Cola -ს საქართველოში შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური თარიღია „ 111 წლის შემდეგ არსი კოლა ჯორჯიის შტატიდან ჯორჯიაში, იგივე საქარველოში შემოვიდა. წარმატებას ვუსურვებ ამ ახალ და ძალზედ საინტერესო წამოწყებას საქარველოში“, - განაცხადა ქრისტიან მურმა. შეგახსენებთ, RC Cola -ს წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატში, 1905 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ეროვნულ სასმელად ჩამოყალიბება.
(R)
განათლების სამინისტრო - ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე
ეროვნული ბანკი სესხების გაცემის წესი გამკაცრებას „მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით“ ხსნის
სესხების გაცემის წესი მკაცრდება
El Mundo: რუსეთის სადაზვერვო სამსახურები შეერთებულ შტატებში ოპოზიციის წარმომადგენლების, კასპაროვისა და პონომარევის მკვლელობას გეგმავდნენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)