22:45 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 20:13:56, 857 ნახვა

ეკონომიკა
თანაინვესტირების ფონდი: თუ ვინმე წარმოადგენს უფრო რეალურ პროექტს, მზად ვართ დღეს შეძენილი 29 ჰექტარი უსასყიდლოდ გადავცეთ

"თუ ვინმე წარმოადგენს უფრო რეალურ პროექტს, მზად ვართ დღეს შეძენილი 29 ჰექტარი უსასყიდლოდ გადავცეთ" - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, დაინტერესებული კომპანია, რომელიც საჭირო დოკუმენტაციას წარადგენს, სადაც დაკმაყოფილებული იქნება თბილისის მერიის მიერ წარდგენილი კრიტერიუმები, უსასყიდლოდ მიიღებს კომპანია „ფინსერვისის” საკუთრებაში არსებულ 10 ჰექტარ ფართობსაც. 

"საუბარი არის მარტივ პროცედურებზე, როდესაც დაინტერესებულ კომპანიას შემოაქვს განცხადება, წარმოადგენს შესაბამის გათვლებს და დასაბუთებებს, რომ მათ გააჩნიათ სახსრები, რომელიც აკმაყოფილებს თბილისის მერიის მიერ წამოყენებულ კრიტერიუმებს. ასეთ შემთხვევაში ის პირობა, რაც ვთქვით ჩვენ, რომ მათ გადაეცემათ უსასყიდლოდ ეს ტერიტორია, განხორციელდება. მათ გადაეცემათ ასევე მეორე მიწის ნაკვეთი, რომელიც მოიცავს 10 ჰექტარს", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ცნობისთვის, კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა 6 326 495 ლარად გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო. 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics