|
2016-04-30 18:51:25, 971 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობამ მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობამ, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ეწვია და მსჯავრდებულებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა. ტკბილეული, სააღდგომო პასკები და მონასტერში შეღებილი კვერცხი სანთლებთან ერთად, არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოსგანაც მიიღეს. მინისტრის პირველი მოადგილე არასრულწლოვანი მსჯავრდებულების პირობებით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და გათავისუფლებისთვის მათი მომზადების საკითხებით დაინტერესდა. „არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღეს დაწესებულებაში არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ძალიან მცირე რაოდენობა, სულ 13 იმყოფება. გავესაუბრეთ პირობებთან და სურვილებთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რომ შეუფერხებლად მიიღონ განათლება და სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩაერთონ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. არასრულწლოვან ბრალდებულებს კი, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა საპატრიარქოს წარმომადგენელთან ერთად, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მიულოცა. სააღდგომო ამანათები სანთლებთან ერთად საპატრიარქოსგან არასრულწლოვანმა ბრალდებულებმაც მიიღეს. ზვიად მიხანაშვილი N5 პენიტენციურ დაწესებულებასაც ეწვია და აღდგომა ქალ მსჯავრდებულებს მიულოცა. „არასრულწლოვან ბრალდებულებსა და ქალ მსჯავრდებულებს აღდგომის დღესასწაული მივულოცეთ და სააღდგომო ამანათი - პასკები და წითელი კვერცხი გადავეცით. ტრადიციის სახე მიიღო აღდგომის დღესასწაულზე ქალ მსჯავრდებულებთან ვიზიტმა, ჩვენ ყოველ წელს პირადად ვულოცავთ მათ. სრულიად საქართველოს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - განაცხადა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. პასკები, რომელიც მსჯავრდებულებს სამინისტროსგან გადაეცათ, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არსებულ საცხობში, ასევე მსჯავრდებულების მიერაა გამომცხვარი, ხოლო სააღდგომო კვერცხი მსჯავრდებულებისთვის, პატრიარქის კურთხევით, თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში შეიღება.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)