|
2016-04-26 11:58:14, 870 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ლატვიისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავა
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქეები - ვლადისლავს ბორისოვსი, ევგენის კალნმალისი და საქართველოს მოქალაქე დავით გაგნიძე დააკავეს. როგორც ”ექსპრესნიუსს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ფულად თანხებს. ოფიციალური ინფორმაციით, ამ მიზნით მათ შეიმუშავეს და განახორციელეს თაღლითური გეგმა, რომლის თანახმადაც, საქართველოში დაარეგისტრირეს კომპანია სახელწოდებით „ჯორჯიაფრუტი 16“ და საქართველოში მოქმედ რამდენიმე კომერციულ ბანკში გახსნეს საბანკო ანგარიშები, რეალურად კი, საწარმოს შექმნა და საბანკო ანგარიშების გახსნა განხორციელდა ფიქტიურად და მიზნად ისახავდა დიდი ოდენობით სხვისი კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებას. "დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ აშშ-ში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შედეგად, 2016 წლის 20 აპრილს ფიქტიური კომპანიის - შპს „ჯორჯიაფრუტი 16“-ის საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოირიცხა 449 994 აშშ დოლარი. იმავე დღეს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვლადისლავს ბორისოვსმა, ევგენის კალნმალისმა და დავით გაგნიძემ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან გამოიტანეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 440 000 აშშ დოლარი, რა დროსაც განხორციელდა მათი დაკავება. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, გამოძიების მიერ სრულად იქნა ამოღებული მითითებული თანხა. ვლადისლავს ბორისოვსის, ევგენის კალნმალისს და დავით გაგნიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა”, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)