07:35 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-23 11:39:24, 1322 ნახვა

მსოფლიო
ანგელა მერკელი და ევროკავშირის მაღალჩინოსნები სირიელ ლტოლვილთა ბანაკში ჩასვლას გეგმავენ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი, თურქეთში მყოფი მიგრანტების პრობლემის გადასაჭრელად თურქეთ-სირიის საზღვარზე მდებარე სირიელ ლტოლვილთა ბანაკში ჩასვლას გეგმავენ.

BBC-ს ინფორმაციით, ანგელა მერკელი ბანაკს დაათვალიერებს და თურქეთის პრემიერ-მინისტრ, აჰმედ დავუთოღლუსაც შეხვდება.

შეხვედრის თემა ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმება იქნება, რომლის მიხედვითაც, თურქეთმა თავისი ტერიტორიიდან საბერძნეთში გადასული მიგრანტები უკან უნდა მიიღოს. სანაცვლოდ, თურქეთი ევროკავშირისგან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ელოდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics