|
2016-04-22 20:30:58, 953 ნახვა
სამართალი
"ტელეიმედის" დირექტორი: რამიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტა მისი უაღრესად არაეთიკური საქციელის გამო მოხდა
ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე შალვა რამიშვილის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ რამიშვილის "იმედიდან" გაშვება მისი არაეთიკური საქციელის გამო მოხდა. განცხადებაში გიორგი ბახტაძე ირაკლი რუხაძეზეც საუბრობს და ამბობს, რომ მას ტელეკომპანიის მართვასთან კავშირი არ აქვს და არც არხზე მიმდინარე პროცესებზე ახდენს გავლენას. "ექსპრესნიუსი" "ტელეიმედის" გენერალური დირექტორის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "დღეს პირველად მოვისმინე, რომ შალვა რამიშვილი, „იმედთან“ თანამშრომლობის პერიოდში, თურმე, ჩემგან განიცდიდა ზეწოლას, ამას გმირულად იტანდა და მხოლოდ კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ გააცნობიერა, რომ ის მსხვერპლი ყოფილა. შალვა რამიშვილს მიზანმიმართულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, როცა ამბობს, რომ ჩემსა და მას შორის მიმოწერას რამდენიმე დღეში მოჰყვა ფარული ჩანაწერით მისი დაშანტაჟება. მის მიერ დღეს გასაჯაროებული პირადი მიმოწერა შედგა გასული წლის დეკემბერში, ხოლო მასთან ურთიერთობის გაწყვეტა მოხდა მიმდინარე წლის აპრილში. ამ მიმოწერაში აშკარად ჩანს, რომ მე მას ვთავაზობ სტუმრების მოწვევას ოპონირებისთვის; იქვე ფიქსირდება, რომ მას შეუძლია მისთვის მისაღები ნებისმიერი რესპონდენტის შერჩევა. ასეთი კომუნიკაცია ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის ნაწილია. რამიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტა, მიმდინარე წლის აპრილში, მოხდა მისი უაღრესად არაეთიკური საქციელის გამო, რომელიც მიუღებელია ჩემთვის და ეწინააღმდეგება „იმედის“ კორპორატიულ ფასეულობებს. შესაბამისად, ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან არც დროითი და არც შინაარსობრივი კავშირი არ აქვს. ამავდროულად, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ტელევიზიის მართვაში და სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ არხის გენერალური დირექტორი, ტელევიზიის მმართველი გუნდი, ჟურნალისტები. რაც შეეხება ირაკლი რუხაძეს, მას ტელეკომპანიის მართვასთან კავშირი არ აქვს და არც არხზე მიმდინარე პროცესებზე ახდენს გავლენას. რატომ ჰგონია შალვა რამიშვილს, რომ მასთან და მასთან დაკავშირებულ შპს-სთან დამშვიდობებას სჭირდება ბიზნესმენების კონკლავი, რაიმე შეთქმულება ან დაშანტაჟება ფარული ჩანაწერებით, გაუგებარია. შალვა რამიშვილის დღევანდელი განცხადება ემსახურება მხოლოდდამხოლოდ ტელეკომპანია „იმედისა“ და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას." - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს შალვა რამიშვილმა პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია "იმედი" ზეპოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას აიძულებდნენ მურუსიძის ეთერში მოწვევას. რამიშვილის განცხადებით, "ტელეიმედს" ჰყავს ფიქტიური მმართველი გიორგი ბახტაძე და ფაქტობრივი მმართველი ირაკლი რუხაძე.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)