10:12 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 14:50:55, 517 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საგარეო უწყება იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა იაპონიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2016 წლის 14 აპრილს იაპონიის კუმამოტოს პრეფექტურაში (კ. კიუშიუ) მომხდარ მძლავრ მიწიძვრასთან დაკავშირებით, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და ასობით ადამიანის დაშავება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ მძიმე წუთებში, თანადგომას უცხადებს იაპონელ ხალხს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს;  დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთივის, იაპონიის კუნძულ კიუსუზე გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-ს აღწევს. 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მთელი ღამის განმავლობაში ბიძგები მოჰყვა. ამასთან, სეისმოლოგები ახალ მიწისქვეშა ბიძგებს არ გამორიცხავენ. ღამის განმავლობაში სულ 230 ბიძგი დაფიქსირდა.

მიწისძვრის შედეგად შენობები ჩამოინგრა და ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. ადგილობრივი ხელისუფლება ხანძრების, ელექტროენერგიის გათიშვების და ხიდების ჩამონგრევის შესახებ იუწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics